დახურვა X

Greencard - მწვანე ბარათის გათმაშება

 greencard- მწვანე ბარათის გათამაშება


 
 

Greencard

 

 


 
 
წერილის გაგზავნა!
Maps of Georgia   

ALLHOME.GE სააგენტოებს სთავაზობს ყველა პირობას თავისი ბიზნესის წარმატებით წარმოებისათვის. საკუთარი ანგარიშის და გვერდის შექმნა (name.allhome.ge), რომელსაც ექნება საკუთარი მენიუები, აგენტების დამატების და განცხადებების განთავსების შეუზღუდავი რაოდენობა.

დახმარება / სააგენტიებისთვის

სააგენტიებისთვის

 

 

დახმარება სააგენტოებისათვის


ყველა სერვისი უფასოდ

ჩვენი პორტალი ყველა სააგენტოს სთავაზობს ყველა პირობას თავისი ბიზნესის წარმატებით წარმოებისათვის.
სერვისში შედის: საკუთარი გვერდის შექმნა ჩვენს ვებ გვერდზე, რომელსაც ექნება საკუთარი ინტერნეტ მისამართი,
მენიუები, აგენტების შექმნის და განცხადებების განთავსების შეუზღუდავი რაოდენობა. ქვემოთ მოცემულია სააგენტოს ”ანგარიშის” მართვის ტექნიკური მონაცემები. გთხოვთ გაეცნოთ ყურადღებით.

 

 

1.   საკუთარი ვებ გვერდის შექმნა უფასოდ

 

  • საკუთარი სრულყოფილი გვერდის შექმნა:
    ვებ გვერდს ექნება
    საკუთარი ინტერნეთ მისამართით, რომელიც სააგენტოს შეუძლია მომავალში გამოიყენოს თავის სავიზიტო ბარათში.   მაგალითად:  http://name.allhome.ge,  სადაც "name" არის სააგენტოს ”მომხმარებლის სახელი”.  საკუთარი გვერდის გახსნა ხდება სააგენტოს  რეგისტრაციით. თქვენ არ იფიქრებთ თქვენი ვებ გვერდის რეკლამაზე, მის ადმინისტრირებასა თუ სხვა საკითხებზე.

    შენიშვნა: აღნიშნული დონის საკუთარი საიტის შექმნა ვებ სტუდიებში ჯდება 1500.00 ლარი და ზევით, მაგრამ ეს ხარჯების მხოლოდ მცირე დასაწყისია. დამატებით დაემატება შემდეგი ხარჯები: საიტის განთავსების ყოველწლიური ხარჯები, საიტის ადმინისტრირების ხარჯები, საკმაოდ დიდია საიტის რეკლამის ხარჯები ინტერნეტში, რაც გულისხმობს არა მარტო თანხებს, არამედ საკმაოდ კომპეტენტურ და სპეციფიურ ცოდნას SEO ოპტიმიზაციის კუთხით. რეკლამის გარეშე საიტის ფლობას არანაირი შედეგი არ მოყვება. თავადაც ხედავთ ალბათ ზოგ სააგენტოს აქვს საკუთარი ვებ გვერდი ინტერნეტში, თუმცა მათ საიტზე მომხმარებელი არ შედის, ამიტომ სანამ გადაწყვიტავთ საკუთარი საიტის შექმნას მომძლავრდით ფინანსებში, ასევე საიტის რეკლამისა და მართვის ტექნოლოგიებში.

 

  • სააგენტოს საკუთარ გვერდზე ექნება შემდეგი მენიუები:  სააგენტოს შესახებ,  მომსახურება,  აგენტები,   გალერეა,   ფაილები,   კონტაქტი. მენიუში ინფორმაციის ჩაწერა და რედაქტირება ხდება სააგენტოს ”ანგარიშიდან”.  მენიუში ”ფაილები” სააგენტოს შეუძლია ატვირთოს საკუთარი ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები ან სხვა ტიპის დოკუმენტები, რომელსაც წინასწარ გაეცნობა მომხმარებელი, სანამ მივა სააგენტოში და გააფორმებს ხელშეკრულებას. 

 

  • უფასო რეკლამა პორტალზე? 
    • სააგენტოს თავის გვერდზე საშუალება ექნება განათავსოს 5 მოძრავი ბანერი (630-180 px). მისი განთავსება და შეცვლა შესაძლებელია სააგენტოს ”მართვის პანელიდან” (ანგარიში);
    • ასევე სააგენტოს, რომელსაც განთავსებული აქვს მეტი განცხადება ჩვენს პორტალზე ენიჭება ყველაზე აქტიური სააგენტოს სტატუსი და პირველ გვერდზე გამოსაჩენ ადგილას გამოდის მისი ლოგო ბმულით. სულ გამოყოფილია 8 ადგილი. ყველაზე პრესტიჟულია პირველი 3 ადგილი. ყველა სხვა სააგენტოს აქვს შანსი დაიკაოს ეს ადგილები, ერთი განცხადებით მეტობაც კი საკმარისია წინ წაიწიო რიგში.

 


 

 

 

2.     სააგენტოს საკუთარი გვერდის დახასიათება

თავად სააგენტოს ექნება საშუალება დამოუკიდებლად მართოს, განათავსოს და ეძებოს საკუთარი განცხადებები. ასევე ეს გვერდი მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვისაც, რომ  სრულყოფილად დათვალიერებისათვის და მოძებნოს  ერთი სააგენტოს განცხადებები. აღნიშნული გვერდის ბმული სააგენტოებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვა საიტებზე სარეკლამო განცხადებებზე მისათითებლად.

ნახეთ სავარაუდო სააგენტოს გვერდი:

 


 

 

 

 

3.  სააგენტოს ანგარიშის გახსნა.

სააგენტოს რეგისტრაციის შემდეგ ჩვენს ვებ გვერდზე განთავსდება სააგენტოს ლოგო, ინფორმაცია მომსახურების სახეების შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია. რეგისტრირებულ სააგენტოს გაეხსნება  საკუთარი  "ანგარიში" (აქაუნთი), საიდანაც სააგენტოს შეეძლება თავად განათავსოს განცხადებები, დაარეგისტრიროს საკუთარი აგენტები და მათი საქმიანობა გააკონტროლოს.  ყველა აგენტს თავის მხრივ ექნება დამოუკიდებელი საკუთარი "ანგარიში", საიდანაც განათავსებენ განცხადებებს ნებისმიერი რაოდენობით.  აგენტის ანგარიში დამოუკიდებელია სააგენტოს ანგარიშისაგან, თუმცა ის იმართება სააგენტოს ”ანგარიში”-დან, სადაც ასევე გამოჩნდება ყველა აგენტის მიერ განთავსებული განცხადებები;

 

განცხადებების მართვა:  სააგენტოს განცხადება თავსდება როგორც პორტალის ერთიან ბაზაში ყველა მომხმარებლისათვის დასათვალიერებლად, ასევე გამოყოფილადაც, როგორ ამ სააგენტოს განცხადებები. სააგენტოს ლოგოზე დაწკაპუნებისას ვებ გვერდზე გამოჩნდება მხოლოდ ამ სააგენტოს განცხადებები. სააგენტოს  შეუძლია საკუთარი განცხადების ძებნა განახორციელოს როგორც თავისი პირადი გვერდიდან

განთავსებული განცხადებები ავტომატურად ლაგდება მათი კატეგორიების მიხედვით და შესაძლებელია მათი რედაქტირება, ასევე განახლება ბოლო ტარიღის მიხედვით. განცხადებებზე შესაძლებელია შემდეგი მოქმედებების შესრულება:

  • განცხადების რედაქტირება;
  • განცხადების დროებითი ბლოკირება;
  • განცხადების რედაქტირება;
  • ერთდროულად ბევრი განცხადების მონიშვნა და თარიღის განახლება მათთვის. ეს ფუნქცია შესაძლებელია მხოლოდ 7 დღეში ყოველი განცხადებისათვის. განცხადებას უჩნდება თარიღის ათვლის მთვლელი და 7 დღის გასვლის შემდეგ შესაძლებელია ამ ფუნქციის კვლავ გამოყენება. მაგრამ თუ აგენტი განცხადებას განაახლებს ინდივიდუალურალ (რედაქტირების ღილაკიდან), მაშინ განცხადების თარიღის განახლება შესაძლებელია ყოველდღიურადაც.
შენიშვნა:  ახალი დამატებული განცხადება ვებ გვერდზე იმწამსვე გამოჩნდება მხოლოდ განყოფილებაში ”ახალი დამატებული განცხადებები”, ხოლო სხვა გვერდებზე მხოლოდ 1-3 საათის განმავლობაში, ამიტომ გთხოვთ გაითვალიწინოთ.
განცხადებების მართვის ანგარიში შემდეგნაირად გამოიყურება:
 

 

შენიშვნა:  განცხადების განთავსებისას სააგენტომ  არ უნდა მონიშნოს განცხადების განთავსების ფორმის ბოლოში არსებული ველი ”გსურთ თუ არა შუამავლობა”, რადგან ეს ველი განკუთვნილია მხოლოდ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის, ვინც თავად აქვეყნებს განცხადებას და  ვისაც გაუჩნდება შუამავლობის სურვილი, ეს რა თქმა უნდა ნებაყოფლობითია. მაგრამ თუ სააგენტო მონიშნავს ამ ველს, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ასეთი განცხადების საკონტაქტო ინფორმაციაში არ გამოჩნდება მისი კონტაქტები. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საბოლოო გარიგებისას საპარტნიორო პირობებზე მოლაპარაკება.

 


 

 

4.  სააგენტოს და აგენტების ურთიერთობა.

თუ რომელიმე აგენტი  შეწყვეტს  სააგენტოსთან მუშაობას  სააგენტოს შეუძლია  ამ აგენტის "ანგარიში" დაბლოკოს (შეუცვალოს პაროლი) და აღნიშნული "ანგარიში" გადასცეს სხვა აგენტს სამუშაოს გასაგრძელებლად (ეს სერვისი არა აქვს სხვა ვებ გვერდებს). ბლოკირებული აგენტის განცხადებები მაინც იქნება აქტიურ მდგომარეობაში და მათი საკონტაქტო ინფორმაციის ადგილზე იქნება უკვე არა აგენტის, არამედ სააგენტოს კონტაქტები. ეს შესაძლებლობა საკმაოდ გაამარტვივებს საგენტოების მიერ თავისი განცხადებების და აგენტების მართვის პროცესს. ამით სააგენტო უფლებამოსილია თავად მართოს ყველა აგენტის ანგარიშები და დაიზღვიოს თავი არასასიამოვნო შედეგისაგან.  თავისი "ანგარიშისათვის" პაროლის გამოცვლა შეუძლია თავად აგენტსაც თავისი საქმიანობის პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა სააგენტოს  "ანგარიში"  უფრო მაღალი დონის "ადმინს" წარმოადგენს მას შეუძლია დაადოს  საბოლოო პაროლი.

თუ სააგენტო ჩვენს პორტალზე მანამდეც ათავსებდა განცხადებებს როგორც ფიზიკური პირი და შემდგომ გადაწყვიტა დაარეგისტრიროს თავისი სააგენტო ის შეიძლება წააწყდეს შემდეგ რთულ სიტუაციას:
სიტუაცია - 1:   სააგენტო ვერ რეგისტრირდება თავისი ელ-ფოსტით, რადგან უკვე გამოყენებული აქვს ეს ელ-ფოსტა რეგისტრაციისას როგორც ფიზიკურ პირს. ამ შემთხვევაში სააგენტოს ვურჩევთ შეცვალოს ელ-ფოსტა ფიზიკური პირის ”ანგარიშში”, კერძოდ პროფილის მენიუდან და შემდეგ დაარეგისტრიროს სააგენტო სასურველი ელ-ფოსტით.

სიტუაცია - 2:  სააგენტომ დარეგისტრირა თავისი აგენტი, მაგრამ იგივე საგენტო მანამდე განცხადებებს ათავსებდა როგორც ფიზიკური პირი და უკვე განთავსებული აქვს ბევრი განცხადება. ასეთ სააგენტოს რა თქმა უნდა გაუჩნდება სურვილი ეს განცხადებები გამოჩნდეს სააგენტოს გვერდზე, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკურის პირის ანგარიშის შეცვლა, რომ ის იყოს სააგენტოს აგენტი მომხმარებლის მხრიდან შუძლებელია. ამ შემთხვევაში სააგენტომ  და ფიზიკურმა პირმა თავისი რეგისტრირებული ელფოსტებიდან უნდა გამოგზავნოს წერილი ელფოსტაზე: info@allhome.ge-ზე თხოვნით რომ მათი ანგარიშები გაერთიანდეს როგორც სააგენტო და აგენტი; ამ დროს ფიზიკურმა პირმა უნდა გაითვალისწინოს რომ უკან დასაბრუნებელი გზა უკვე არ ექნება. ის ვერ გახდება ისევ დამოუკიდებელი ფიზიკური პირი და ყველა მისი განცხადება გადავა სააგენტოს საკუთრებაში, თუმცა ის ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძობს ისევ მუშაობას თავისი ანგარიშიდან;

შენიშვნა:  თუ აგენტი მუშაობს დამოუკიდებლად და უბრალოდ თანამშრომლობს სააგენტოსთან, მაშინ ვურჩევთ მან თავად შექმნას თავისი ”ანგარიში (აქაუნთი)” როგორ ფიზიკურმა პირმა (ფიზიკური პირის რეგისტრაცია). ამ შემთხვევაში ის სრულად გააკონტროლებს ყველა თავის განცხადებას და ვერავინ ვერ დაბლოკავს მის ”ანგარიშს”.

 

 


 

 

5.  აუცილებელი წესი.

განცხადებების განთავსება უფასოა და რაოდენობაში შეუზღუდავი, მაგრამ დაცული უნდა იყოს  შემდეგი წესი:
დაუშვებელია ერთი მომხმარებლის მხრიდან ერთი და იგივე განცხადების რამდენჯერმე გამოქვეყნება, ჩვენი ადმინისტრატორები ამას მკაცრად აკონტროლებენ და ზღუდავენ. ამის მცდელობა მოხმრებელს უჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი განცხადება იყოს აქტუალური და მუდმივად მოექცეს სხვა განცხადებების ჩამონათვალის სიის ზევით. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ სხვა გზას, თქვენ შეგიძლიათ უკვე განთავსებული განცხადება განაახლოთ და ის ვებ გვერდზე გამოჩნდება განახლებული თარიღით და ვინაიდან განცხადებების ჩამონათვალში ყველა განცხადება ლაგდება თარიღით ზევიდან ქვევით, ამიტომ განახლებული განცხადება ავტომატურად მოექცევა ჩამონათვალის ზევით. განახლების განსახორციელებლად საკმარისია განცხადებებს მოუნიშნოთ შესაბამისი ველი და ქვევით მისცეთ ბრძანება ”განახლება” აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 7 დღეში ერთხელ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ განცხადების განახლება რედაქტირების რეჟიმით, გახსნათ და ისევ შეინახოთ. ამ შემთხვევაშიც ახლდება განცხადების თარიღი. განახლებული განცხადება არ ნიშნავს ვებ გვერდზე "ახალ დამატებულ" განცხადებას, ამიტომ პირველი გვერდის აღნიშნულ კატეგორიაში ის ვერ მოხვდება.  განცხადების სარეკლამო ადგილებში განსათავსებლად გაეცანით ამ ბმულს: "რეკლამა საიტზე"

 

 


 

 Allhome.ge   მუდმივად მუშაობს საიტის პროგრამულ დახვეწაზე  და შესაძლებლობების გაზრდაზე. ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს  უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოების  საქმიანობა.

ახლო მომავალში საიტზე ამუშავდება უძრავი ქონების  შეფასების  შესაძლებლობა, რომლის ალგორითმი შექმნილია პროფესიონალი შემფასებლების მიერ. ჯერ-ჯერობით აღნიშნული შესაძლებლობა ტესტირების სტადიაშია, ამიტომ მომხმარებელს შეფასების დასკვა არ მიეწოდება.

 

 

სააგენტოს დამატება 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 3881
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
ტელ:  +995 32 2305212
მობ:   +995 593 188661