უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (VI)
2011 წლის ივნისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 45 350 ერთეული შეადგინა. ა.წ. ივნისი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ივნისთან (45 839 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 1.1%-ით, 2008 წლის ივ-ნისთან (35 111 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 29.2%-ით, 2009 წლის ივნისთან (27 603 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 64.3%-ით და 2010 წლის ივნისთან (36 125 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 25.5%-ით.
უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011 [ერთეული]
2011 წლის ივნისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.462 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.165) მნიშვნელოვნად აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა როგორც წინა თვესთან (შე-საბამისად 1.8%-ით და 2.3%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (შესაბამისად 15.3%-ით და 27.9%-ით) შედარებით. 2011 წლის ივნისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 951, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 399 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.855 და 1.723 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნე-ლოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ივნისის თვეში განხორციელებუ-ლი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.6%-ს მეორადი, ხოლო 19.4%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის ივნისის თვეში კი - შესაბამისად 80.9% და 19.1%).
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა ივნისი, 2010-2011
ინდიკატორები
|
ზ.ე.
|
ივნისი
|
2010
|
2011
|
რაოდენობა
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
6894
|
8799
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
29231
|
36551
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
36125
|
45350
|
სტრუქტურა
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
19.1
|
19.4
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
80.9
|
80.6
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
100
|
100
|
ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
-1.3
|
1.8
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
6.2
|
2.3
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
4.7
|
2.2
|
ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
14.3
|
15.3
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
35.5
|
27.9
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
30.9
|
25.5
|
სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
0.741
|
0.855
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
1.346
|
1.723
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
1.165
|
1.462
|
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2011
|