უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (VII) სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი
2011 წლის ივლისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 22.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 42 920 ერთეული შეადგი-ნა. ა.წ. ივლისი 2007-2009 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ივლისთან (34 111 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 25.8%-ით, 2008 წლის ივლისთან (36 089 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 18.9%-ით და 2009 წლის ივლისთან (30 014 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 43.0%-ით.
უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011 [ერთეული]
2011 წლის ივლისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაი-ზარდა და დაფიქსირდა 1.384 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.130) მნიშვნელოვნად აღე-მატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა წინა წლის იმავე თვესთან (შესაბამისად 9.8%-ით და 25.2%-ით), ხოლო შემცირდა წინა თვესთან (შესაბამისად 14.0%-ით და 3.5%-ით) შედარებით. 2011 წლის ივლისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 6 835, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 36 085 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.735 და 1.662 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნე-ლოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ივლისის თვეში განხორციელებუ-ლი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 84.1%-ს მეორადი, ხოლო 15.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის ივლისის თვეში კი - შესაბამისად 82.2% და 17.8%).
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა ივლისი, 2010-2011
ინდიკატორები
|
ზ.ე.
|
ივლისი
|
2010
|
2011
|
რაოდენობა
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
6227
|
6835
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
28818
|
36085
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
35045
|
42920
|
სტრუქტურა
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
17.8
|
15.9
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
82.2
|
84.1
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
100
|
100
|
ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
-9.7
|
-14.0
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
-1.4
|
-3.5
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
-3.0
|
-5.4
|
ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
-6.1
|
9.8
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
23.2
|
25.2
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
16.8
|
22.5
|
სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
0.669
|
0.735
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
1.327
|
1.662
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
1.130
|
1.384
|
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2011
|