უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / როგორი ბინა ჯობია, ახალი თუ ,,მეორადი

როგორი ბინა ჯობია, ახალი თუ ,,მეორადი

 

თუ გნებავთ 15-20% ეკონომია გაწიოთ და თანაც შეგიძლიათ, ბინას 1-2 წელიწადი ელოდოთ, მაშინ ჯობია ,,ახალშენი" იყიდოთ. საქართველოში ძირითადად ე.წ მონოლითი სახლები შენდება ე.წ პანელურ სახლს იშვიათად თუ ნახავთ. მართალია ასეთი სახლები უფრო სწრაფად შენდება და შედარებით იაფიც ღირს, მაგრამ მონოლითური სახლების უპირატესობა უკეთეს თბოიზოლაციასა და ნაკლებ ხმაურგამტარობაშია. ეს უკანასკნელები უფრო მდგარადები არიან (8 ბალამდე მიწისძვრას უძლებენ) და მათი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაც 200 წლამდე აღწევს (კეთილსინდისიერი მშენებლობის შემთხვევაში), როცა საპანელო სახლის საექსპლუატაციო ვადა 75 წლამდეაა. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ. ძალიან დიდი მნიშვნეკლობა აქვს იმ კომპანიის არჩევას, რომელმაც სახლი უნდა ჩაგაბაროთ. რისკფაქტორების შესამცირებლად სასურველია შეისწავლოთ ფირმის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ნუსხა, მისი დოსიე: შესრულებული პროექტები, ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და სტაჟი. თუ კომპანია თვითონ არის მშენობლობით დაკავებული, მაშინ უფრო მეტი ბერკეტი აქვს სახლის დროულად დამთავრებისთვის. მყიდველსაც მეტი გარანტიის მიღება შეუძლია,რომ ბინას შეუფერხებლად მიიღებს. თუ ფირმა ახალბედაა, მაშინ შეეგუეთ იმ აზრს, რომ მშენებლობის ვადები გაიწელება ან უფრო უარესი, საერთოდ არ დასრულდება. ასეთი პრობლემები აქვთ ზოგიერთ პატარა კომპანიებსაც.

მეორადი ბინების ბაზარს თავისი დადებითი მახასიათებელი გააჩნია. არ არის საჭირო ცდა თუ როდის მორჩებიან საქმიანობას მშენებლები, შემდეგ, როდის გამართავენ კომუნიკაციებს და ა.შ აქ შესახლება ყიდვისთანავე შეიძლება რაიონის არჩევაც ბევრად უფრო ადვილია. წარმოიდგინეთ, ფანჯრიდან გადაშლილ ხედასაც კი შეიგულებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სარემონტო სამუშაოები მეორად ბინებში ბევრად ნაკლებ თანხებს მოითხოვს, ვიდრე ,,ახალშენში". მეორადი ბინის საყიდლად შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოთ: მშრალ ხიდზე ისევ ბევრი მაკლერი დგას, გაზეთებიდან კი ათასობით განცხადება ქვეყნდება, მაგრამ უკვე ყველაზე დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ინტერნეტში.  ყველაფერი ეს იმდენად რთული და მომქანცველია ჩვეულებრივი არაპროფესიონალისატვის, ამიტომ ყველას გირჩევთ ისარგებლოთ უძრავი ქონების სააგენტოების მომსახურებით.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1582
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი