A კლასის საოფისე შენობები
A კატეგორიის შენობებში აუცილებლად უნდა იყოს:
- ცენტრალური კონდინცირების სისტემა;
- სპეციალური სავენტილაციო სისტემა წინასწარი გათბობითა და გაგრილებით;
- დაცული ავტოსაგდომი (მინიმუმ ერთი ადგილი 100 კვმ საოფისე ფართი);
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირი;
- დაცვის სამსახური
- მეტალოპლასტმასის, სპეცალუმინის ან სხვა, თანამედროვე მასალებით დამზადებული ფანჯრები;
- შენობის პროფესიული მენეჯმენტი;
- უცხოური წარმოების ლიფტები (ფირმა OTIS_ის სტანდარტი);
- დამქირავებლის მოთხოვნით სართულების გეგმის გადაკეთების საშუალება. საყრდენი კედლები მხოლოდ პერიმეტრზე, კიბისა და ლიფტების ჭების გარშემო.
- საერთაშორისო სტანდარტი სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციები.
- შენობის მშენებლობის პროცესში აუცილებლად უნდა იქნას დაცული ყველა საერთაშორისო ნორმა. მოსაპირკეთებლად გამოიყენებოდეს მხოლოდ მაღალხარისხიანი, უცხოური წარმოების, უსაფრთხო მასალები.
A კეტეგორიის შენობაში არ უნად იყოს:
შენიშვნა. ქვემოთ მოყვანილი მონაცემები აუცილებლობას არწარმოადგენს, მაგრამ მათი არსებობა შენობის პრესტიჟს ამაღლებს.
- განცალკევებული კვების სისტემა ფილტრებით კომპიუტერებისა და სპეცტექნიკისთვის;
- ელექტროგენერატორები;
- შენობის კონტროლის კომპიუტერული სისტემა;
- მიწისქვეშა ან დახურული ავტოსადგომი;
- ხანძასაწინააღმდეგო დაცვის ,,სპინკლერული" სისტემა;
B კლასის საოფისე შენობები
B კატეგორიის შენობებად მოიაზრება ის ნაგებობები, რომლებსაც აკლია A კატეგორიის აუცილებელი ერთი ან რამდენიმე მონაცემი.
B კატეგორიის შენობებში აუცილებლად უნდა იყოს:
- ლიფტები;
- სავენტილაციო სისტემა;
- ცენტრალური კონდინციონერების სისტემა;
- კარგი ხარისხის, ორმინიანი ფანჯრები;
- დამქირავებლის მოთხოვნით სართულების გეგმის ნაწილობრივი გადაკეთების საშუალება.
- თანამედროვე, დამიწებული, ადეკვატური სიმძლავრის ელექტროკვების სისტემა.
- საერთაშორისო სტანდარტის სახანძრო დადაცვითი სიგნალიზაციები.
- ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან მხოლოდ ახალაშენებული ნაგებობები, ან ისეთიშენობები, რომლებსაც ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.
-
B კატეგორიის შენობებში არ უნდა იყოს:
- ერთმინიანი ან დაბალხარისხიანი ფანჯრები;
- გათბიბისა და ელექტრომომარაგების დაზიანებული სისტემები;
- სოციალისტურ ქვეყნებში, 1991 წლამდე წარმოებული მოსაპირკეთებელი მასალები.
-
B კატეგორიის ტიპურ შენობებად მოიაზრება:
- საშუალო ხარისხის ახალაშენებული ნაგებობები ან კაპიტალურად შეცვლილი ძველი შენობები რკინაბეტონის გადახურვებით.
- ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ამ კატეგორიაში ხისგადახურვიანი შენობები, სადაც ჩატარებულია საუკეთესო რემონტი.
იმ შემთხვევაში, თუ B კლასის შენობას A სტანდარტის მხოლოდ ერთი ან ორი მონაცემი აკლია, მაშინ მას B+ _ს უწოდებენ.
C კლასის საოფისე შენობები
C კატეგორიის შენობებად მოიაზრება ის ნაგებობები, რომლებისაც აკლია B კატეგორიისთვის აუცილებელი ერთი ან ორი მონაცემი.
C კატეგორიის შენობებში აუცილებლად უნდა იყოს:
- ლიფტები, თუ შენობაში სამ სართულზე მეტია;
- კარგი ხარისხის კოსმეტიკური რემონტი;
- ადეკვატური ელექტრო მომარაგების სისტემა;
C კატეგორიის შენობებისთვის ტიპური მონაცემებია:
- ერთმინიანი ან საშუალოხარისხიანი ფანჯრები;
- ინდივიდუალური კონდინციონერები კონკრეტული ფართისთვის;
- პასიური ვენტილაცია;
- სართულები, რომელთა გადაკეთებაც შეუძლბელია მრავალი საყრდენი კედლისა და დერეფნის გამო.
იმ შემთხვევაში, თუ C კლასის შენობას B სტანდარტის მხოლოდ ერთი ან ორი მონაცემი აკლია მაშინ მას C+ _ს უწოდებენ.
განუსაზღვრელ შენობად მოიაზრება ის ნაგებობეი,რომლებსაც აკლია C კატეგორიისთვის აუცილებელი ერთი ან რამდენიმე მონაცემი.
P.S ზემოთმოყვანილი სისტემა ითვალისწინებს მხოლოდ უშუალოდ შენობის ხარისხისა და კონფიგურაციას. რაც შეეხება მის განლაგებას, ეს მაჩვენებელი აბსოლიტურად სუბიექტურია დეა მრავალი სახის მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ეს მოთხოვნები კი არაპროგნოზირებადია. მაგალითად, ადვილი დასაშვებია, კლიენტმა მისთვის არასასურველ ადგილზე მყოფ A კატეგორიის ფართს მოსახერხებელი მდებარეობის B კატეგორია ამჯობინოს.
|