უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / პარკეტი

პარკეტი

 

გამძლეობა, საიმედოობა და პრესტიჟულობა, სწორედ ის დამახასიათებლი თვისებებია, რაც დიდებულ ელფერსა და ბრწყინვალებას მატებს პარკეტს.

     პარკეტს ძალზე მდიდარი ისტორია და წარმოების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. პირგველად პარკეტის იატაკი X საუკუნეებში გაჩნდა. დაახლოებით 200-300 წლის წინ ხელოსანი მარტივი ტექნოლოგიის გამოყენებით, თავადვე ამზადებდა საგულდაგულოდ პარკეტის თითოეულ ნაჭერს. ასეთი პარკეტის იატაკის დაგდება ძალიან დიდ დროს მოითხოვდა და შრომატევადი იყო, მაგარამ სამაგიეროდ, ბრწყინვალე შედეგს იძლეოდა. ამ წესით დაგდებული პარკეტი ევროპის ბევრ ქალაქშია შენარჩუნებული და დღემდე კარგ მდგომარეობაშია. ტექნოლოგოების განვითარებასთან ერთად მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა ახლა პარკეტის ნაჭერს ძალზე მცირა დროში ამზადებენ, ხელოსანს კი, მხოლოდ მისი სწორად დაფენა ევალება. პარკეტის თითოეული ნაჭერი ნატურალური ხისგან მზადდება. პარკეტის ზომები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის, რომ თითოეული პარკეტის ნაჭრის სიგანე სიგრძის ჯერადი უნდა იყოს. პარკეტის სისქე 8-დან 22მმ-დე, ხოლო სიგრძე 200-დან 500მმ-დე მერყეობს. პარკეტი ძირითადად წაბლის, წიფლის, ვერხვის, მუხისა და იფნისგან მზადდება.

     პარკეტის გამოყენების ხანგრძლივობა მრავალი ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რამხელა მანძილია პარკეტის ზედაპირიდან გადაბმის ჭრილამდე, ანუ, როგორია სამუშაო შრის სისქე. თუ პარკეტს დიდი სამუშაო შრე აქვს, შესაძლებებლია მისი რამდენჯერმე განახლება (მოხვეწა - ე.წ ,,ციკლოვკა").

     პარკეტი ფერების მიხედვითაც კლასიფიცირდება. არსებობს ღია და მუქი ტონის პარკეტი. ღია ფერი აქვს წიფლის, იფნის, ფიჭვის, ჭადრისგან დამზადებულ პარკეტს. მუქია წაბლის, წითელი და შავი ხისგან დამზადებული. მუხის, მსხლისა და ალუბლისგან დაჭრილი პარკეტის იმის მიხედვით იცვლის ფერს, თუ საიდან ეცემა სინათლე.

     არსებობს განსხავავება თლილის მიხედვითაც: ტანგენიალური და რადიალური. ტანგენციალური ხერხვის დროს მერქნის წლიური ზოლების ორიენტირებულია პარკეტის  ნაჭრის ზედა კუთხისკენ, რის გამოც არასწორი ოვალის ფორმები წარმოიშობა. რადიალური გახერხვის დროს კი, მერქნის წლიური ზოლები პარკეტის ნაჭრის პერპენდიკულარულად არის განთავსებული და ნახატიც ერთფეროვანია. სწორედ ამის გამოა რადიალური დახერხვის პარკეტი ტანგენციალურზე  უფრო ღირებული. თუმცა, ელიტურ, რადიალური დახერხვის პარკეტს ასევე ფერებით არჩევენ. პარკეტის ნაჭრის ზედაპირზე კოჟრების , ნახეთქებისა და შავი წერტილების არსებობას. აღნიშნული დეფექტების შემთხვევაში, პარკეტს ფასი მნიშვნელოვნად აკლდება. საზღვარგარეთ პარკეტის მასალად ძირითადად მუხასა და წაბლს იყენებენ. გავრცელებულია, აგრეთვე, ალუბლის, წიფლის ხის მერქნის პარკეტი.

     ევროპაში პარკეტის რამდენიმე სახეობას გამოყოფენ. ესენია: ,,სელექტი", ,,ნატური", ,,ექსკლუზივი", ,,კლასიკი", ,,რუსტკაპი", ,,უნივერსალი", ,,ანტიკი", ,,გესტი" და სხვ.

     ,,სელექტი" რადიალური გახერხვის შედეგად მიიღება. ამ პარკეტს გააჩნია ერთფეროვანი ნახატი. იგი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. მას არა აქვს  კოჟრები, ნახეთქები და სხვა დეფექტები.

    ,,ნატურისთვის" დამახასიათებელია განმეორებითი მრავალფეროვანი სურათი. მართალია, ამ პარკეტს აქვს კოჟრები - მაგარამ იგი არ კარგავს თავის ფასს.

    ,, კლასიკისათვის" დამახასიათებელია ტექსტურისებული სახე და არაჩვეულებრივი ნახატი.

    ,,უნივერსალი" გამოირჩევა ცვალებადი ნახატით, დამაახასიატებელი პატარა კოჟრებით. ,,უნივერსალის" კლასიფიკაციისას ითვალისწინებენ მერქნის გახერხვის ხასიათს და აგრეთვე, დეფექტების არსებობას.

    ,,გესტი" შერეული გახერხვით არის მეღებული და კონტრასტული ფერები ახასიათებს.

     რაც შეეხება ,,რუსტკაპს", ამ პარკეტს შეიძლება ჰქონდეს კოჟრები, მაგრამ ძალზე გამძლე მერქნისგანაა დამზადებული.

     პარკეტის არჩევისას მნიშვნელოვანია პარკეტის ნაჭრების სტანდარტულობა და სისწორე. ეს მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ: ერთმანეთს მიატყუპეთ რამდენიმე პარკეტის ნაჭეეი ისე, რომ მიიღოთ კვადრატის ფორმა. შემდეგ ერთი ნაჭრით პერპენდიკულარულად დააფიქსირეთ. პარკეტის ნაჭრებზე ხელის გადასმისას გადაბმის ადგილები აუცილებლად გლუვი უნდა იყოს.

     პარკეტის დაგება ძალზე საპასუხისმგებლო და რთული სამუშაოა. პარკეტი იგება სწორ და მშრალ ადგილას სხვადასხვა გამოსახულებით. ჩვენში ძალზე პოპულარულია ნაძვის ხის ფორმა, წნული ფიგურის ფორმა, ამჟამად ყველაზე პოპულარულია ე.წ  საგენბანო (,,პალუბანი") და ა.შ საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ ევროპაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი პარკეტს ანიჭებს უპირატესობას, აშშ-ის მაცხოვრებელთა 90% ოპისებსა და სახლებში რბილ იატაკებსა და ხალიჩებს ირჩევს.

     ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა ბამბუკის პარკეტი. იგი მზადდება ერთმანეთზე მიწებებული ბამბუკის სამი შრისგან. ბამბუკის პარკეტის სისქე ძირითადად 15მმ-ია. ასეთ პარკეტს სამ პირ ლაქს უსვამენ. ბამბუკის პარკეტი იმით არის ღირსეშანიშნავი, რომ ძალზე გამძლეა.

    რაც შეეხება პარკეტის ხარისხის, განასხვავებენ ,,ა" და ,,ბ" კატეგორიას. ,,ა" კატეგორიის პარკეტი არის უმაღლესი ხარისხის, რომელიც ძირითადად დამზადებულია მუხის ან ტროპიკული ჯიშებისაგან. მისი სიმკვრივე უნდა იყოს არანაკლებ 600კგ 1კუბურ მეტრზე.

    ,,ბ" კატეგორიის პრკეტი მზადდება წიფლის, იფნის, ნეკერჩხლისაგან.

     პარკეტის სიმკვრივე განისაზღვრება ბრინელის კოეფიციენტით, რაც შემდეგნაირად ხდება: ფოლადის ბურთულას დებენ პარკეტის ზედაპირზე და ათავსებენ წნეხის ქვეშ. იმის მიხედვით, თუ რა ნაკავლევს დატოვებს ზედაპირზე ბურთულა, დგინდება კოეფიციენტი. განსაკუტრებით მკვრივი ხის ჯიშებია: ბამბუკი -კოეფიციენტი 4,9; ამერიკული ნეკერჩხალი - 4,8; ბალი - 4; მუხა - 3,9; წიფელი - 3,8. ყველაზე რბილია ნაძვი - 1,3 და ფიჭვი - 1,6. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მონაცემები მაინც პირობითია, რადგან საპარკეტო მერქნის სიმკვრივე ძირითადად დამოკიდებულია ხის ზრდის პირობებზე.

     და ბოლოს, მოგახსენებთ, პარკეტს განსაკუთრებული მოვლა უნდა. თუ დასველდა, სასწრაფოდ გაშრობა ესაჭიროება. პარკეტი დიდხანს გაძლებს, თუ მასზე არ ივლით უხეში ან წვრილქუსლიანი ფეხსაცმელით და ოთახში მუდმივ, 20-22 C 0  ტემპერატურას შეინარჩუნებთ.

 

...ერთმანეთს მიატყუპეთ რამდენიმე პრკეტის ნაჭერი ისე, რომ მიიღოთ კვადრატის პორმა. შემდეგ ერთი ნაჭრით პერპენდიკულარულად დააფიქსირეთ. ხელის გადასმისას გადაბმის ადგილები აუცილებლად გლუვი უნდა იყოს..

 

მნახველთა რაოდენობა: 5688
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი