უძრავი ქონების შეძენა ყოველთვის სარფიანი საქმე იყო. ზოგი ბინას ყიდულობს და მოხარულია, რომ მისი ფასი დღითიდღე მატულობს, ზოგი ყოველთვიურად მდგმურისგან ქირის სახით მნიშვნელოვან თანხას იღებს, რაც ხშირად საბანკო ანაბრის პროცენტს აღემატება. ეს მასალა სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის არის გაანკუთვნილი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ უძრავი ქონების ბაზარზე სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში. მაშ ასე: ბინის გაქირავება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე, შუაკაცის საშუალებით. ზოგჯერ, საკმარისია, სამსახურში კოლეგებს უთხრათ - ბინის გაქირავება მსურსო, რომ მაშინვე მოიძებნება მსურველი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში გამქირავებელი დაბალ ფასს ჯერდება, რეკომენდაციას ენდობა და მდგმურთან ხელშეკრულებას არ დებს. თუმცა, ცხოვრებისეული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბინის ქირას ნაცნობ-მეგობრები არასტაბილურად იხდიან და სააერთოდაც, პრობლემბი იქმნება. ამოტომ, სასურველია წერილობითი ხელშეკრულების დადება. მისი ძირითადი პუნქტებია: ხელშეკრულების საგანი, მხარეები, რომლებიც აფორმებენ ხელშეკრულებას, ყოველთვიური გადასახადის ზომა, გადახდისა და კონტრაქტის მოქმედების ვადები. სასურველია, რომ ხელშეკრულებას ახლდეს ბინაში მყოფი საგნების ჩამონათვალი. თუ მოგერიდბათ და ამას არ გააკეთებთ, მოგვიანებით, როცა ,,მეგობრები" ბინას დაცლიან, შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზის პირისპირ აღმოჩნდეთ, რასაც გარდაუვალი ჯონფლიქტი მოჰყვება, თანაც, მარტო მდგმურთან კი არა, იმ ახლობელთანაც, ვისი რეკომენდაციითაც ბინა გააქირავეთ.
ბინის გაქირავების თაობაზე განცხადება შეგიძლიათ გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში" ან ,,ჟურნალ უძრავ ქონებაში" გამოაქვეყნოთ. ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ერთი პატარა ნაკლი გააჩნია: ტელეფონი გულს გაგიწყალებთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებებს... გაზეთის ან ჟურნალის მორიგი ნომრის გამოსვლისთანავე, დაიწყება გამოხმაურება იმ კლიენტებისაგან, ვისტვისაც განცხადებაში მითითებული პირობებეი მისაღები იქნება. მათ შორის იქნებიან კერძო პირობები და უძრავი ქონების ფირმების აგენტებიც. მზად იყავით იმისთვის, რომ ერთი და იმავე ინფორმაციის გამეორება მრავალჯერ მოგიწევთ. ზოგიერთმა კლიენტმა შესაძლოა დეტალების დასაზუსტებლად, რაამდენჯერმე დაგირეკოთ. რაღა თქმა უნდა, ბინის ნახვის მსურველიც გამოჩნდება. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ისინი დათქმულ დროს გადააცილებენ, ან სულაც , მათი ლოდინი ტყუილად მოგიწევთ. არასასურველი ვრიანტების თავიდან ასაცილებლად, წინასწარ, ტელეფონის საშუალებითვე დააზუსტეთ, რამდენი ხნით სურს კლიენტს ბინის დაქირავება, რამდენი ადამიანი იცხოვრებს, ჰყავთ თუ არა შიანური ცხოველები. შეხვედრისას, შეძლებისდაგვარად დაადგინეთ კლიენტის შემოსავლის წყარო. ნუ მოგერიდებათ, თუ თქვენს ბინაში რაიმე არ არის წესრიგში, კარგ კლიენტთან მორიგება ადვილად შეიძლება. უბრალოს, არ დაუმალოთ ბინის ნაკლოვანებები და სცადეთ, დაითანხმოთ მათი ერთობლივი ძალებით აღმოფხვრაზე. თუ როგორი მდგმურები აღმოჩნდებიან თქვენს მიერ არჩეული კლიენტი, მხოლოდ დრო გიჩვენებთ.
ძალიან ხშირად ბინის პატრონი უარს ამბობს მის გაქირავებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემების ეშინია. რა თქმა უნდა, ამ სფეროს თავისი ნეგატიური მოვლენებიც მოსდევს: ზოგჯერ მდგმურები ისე მიდიან, ფულის გადახდა ,,ავიწყდებათ", ან ტელეფონის დიდ დავალიანებას ტოვებენ. არის შემთხვევები, როდესაც სახლიდან მიაქვთ პატრონის ნივთები, მაგრამ თუ სერიოზულად მიუდგებით ბინის გაქირავების საკითხს, უყურედღებოდ არ დატოვებთ მდგმურებს (ზედმეტი, მომაბეზრებელი ყურადღებაც დაუშვებელია) და მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებთ, ვფიქრობთ, არ გაგიჩირდებათ მომგებიანი ვარიანტის შერჩევა.
|