დღეისათვის ლამინირებული ავეჯი, პრაქტიკულობისა და საიმედობის გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. Pროდუქციის ავკარგობასა და საქართველოში მისი წარმოების ნიუანსებზე, ვესაუბრებით ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელს, ბატონ კახა ბუაძეს. ლამინატისაგან მზადდება სხვადასხვა სახის საძინებლები, კარადები, მაგიდები, ყველანაირ საოფისე ავეჯი. პროდუქცია, ძირითადად, ორი სახის მასალისგან მზადდება. ეს ლამინირებული “დე-ეს-პე” და ასევე ლამინირებული ხის მასალა ე.წ. “ემ-დე-ემ”-ია, რომელიც კაკალისა და თხილის ნაჭუჭისგან მზადდება.
აღნიშნულ პროდუქციაში წამყვანი მასალა, ძირითადად, ხეა. ლითონს გამოიყენება მხოლოდ სამზარეულოს ავეჯის დამზადებისას, როგორც მოგეხსენებათ, ლამინირებულ ავეჯს მრავალი უპირატესობა გააჩნია. მართალია, ნატურალურ, ხის ავეჯს არაფერი შეედრება, მაგრამ ლამინირებულ ავეჯს თავისი უნიკალური ნიშანთვისებების გამო ნამდვილად ვერ დავიწუნებთ. ის ადვილად უძლებს სინესტეს, შეგუებადია ნებისმიერი კლიმატის მიმართ და ა.შ. ამასთან, იგი ბევრად იფრო იაფია, ვიდრე ხის ავეჯი. ასე რომ, აღნიშნული ავეჯის შეძენა მართლაც კარგი ვარიანტია. ჩვენი საწარმო მომხმარებელს სურვილისამებრ უმზადებს ნებისმიერი ტიპის ავეჯს და აგრთვე, ჩვენს თავზე ვიღებთ მის დამონტაჟებას. |