უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / საჭიროა თუ არა დიზაინ-პროექტი?

საჭიროა თუ არა დიზაინ-პროექტი?

რაღა თქმა უნდა, შეიძლება შევიაროთ სპეციალურ მაღაზიაში ან ელიავას ბაზრობაზე, შევარჩიოთ სიმპათიური შპალერი, შესაფერისი ფარდები. მაგრამ თუ რაღაც არაჩვეულებრივისა და არასტანდარტულის მოთხოვნილება გვიჩნდება, ასეთ შემთხვევაში, პროფესიონალი დიზაინერის გარეშე, თქვენს ოცნებას განხორციელება არ უწერია.
D დიზაინერი შემოქმედია, რის გამოც ის სულ სხვა თვალით უყურებს თქვენს ბინას. თუ უბრალო მოკვდავთა უმრავლესობა ცარიელი ოთახების ხილვისას მხოლოდ იმაზე ფიქრობს, სად უფრო მოხერხებულად მოათავსოს კარადა და საწოლი, ან როგორ ჩამოკიდოს ბრა, დიზაინერისთვის მსგავსი გარემო ცარიელი ტილოა, რომელზეც მან მხატვრული ნაწარმოები უნდა შექმნას. თქვენი ბინის ინტერიერი, სასტუმრო, სასადილო, სამზარეულო ორიგინალური და განუმეორებელი იქნება.
აბსტარქტული მსჯელობა იმის შესახებ, რომ კარგი იქნება ,თუ სამზარეულოსა და სასტუმროს ერთმანეთს მივუერთებთ, ან კედელში თაღსაც გამოვჭრით, მომხიბვლელად კი ჟრერს, მაგარმ პროფესიული მიდგმის გარეშე, ამ იდეების განხორციელება სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. Pროფესიონალი დიზაინერი მარტო მხატვარი კი არა, არქიტექტორიცაა. მას ნათლად აქვს წარმოდგენილი მსგავსი იდეების პრაქტიკული განხორციელება. მისი მოვალეობაა შეადგინოს დიზაინ-პროექტი, რომელშიც გარეგნული სილამაზის გარდა, ფათვალისწინებული იქნება ის სქემები და გამოთვლები, რისი მეშვეობითაც განხორციელდება ჩანაფიქრი. დიზაინ-პროექტი აადვილებს საერთო პოვნას მუშებთან, რომლებიც თქვენი ბინის გადაკეთებაზე მუშაობენ. რაიმე მიზნის ზეპირად ახსნა გაცილებით რთულია, ვიდრე დიზაინ-პროექტის არსებობისას. Kარგად დამუშავებული დიზაინ-პროექტის შემთხვევაში კი უგერგილო, არანაირი შანსი აღარ დარჩებათ საკუთარი შეცდომების გასამართლებლად. ღაც ყველაზე მთავარია, - დიზაინ-პროექტი აუცილებელია თქვენი საცხოვრებელი ბინის ხელახალი დაგეგმვის ოფიციალურად გასაფორმებლად.
მასში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი კედელი უნდა გადაკეთდეს, რომელი დაინგრეს და რა ადგილას აიგოს ახალი. Gაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, დიზაინ-პროექტის ავტორმა, შენობის ამგებ კონსტრუქტორსა და მთავარ ინჟინერტან ერთად უნდა გადაჭრას ეს საკითხი. მსგავსი პრობლემა არ შეგაწუხებთ, თუ ბინა ახალაშენებულ მონოლითურ სახლში იყიდეთ.
დიზაინ-პროექტზე მუშაობა ფართობის აზომვით იწყება.არქიტექტორი გაზომავს თქვენი ბინის კედლების სიგრძე-სიმაღლეს, სვეტებს (თუკი ისინი თქვენს ბინას ამშვენებენ) და ინტერიერის სხვა არქიტექტურულ სამშვენისებს. ეს მონაცემები მას დაეხმარება არა მარტო ინტერიერის დაგეგმაში, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი წვრილმანების გათვალისწინებაში, როგორიცაა სანტექნიკური , მოწყობილობების განლაგება სააბაზანოსა და სამზარეულოში. ხშირად არაპროფესიაონალი დიზაინერეი წინასწარი აზომვების გარეშე იწყებს მუშაობას, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. აღმოჩნდება, რომ საშხაპეს სააბაზანოს სივრცის ნახევარზე მეტი უკავია, ან იმდენად პატარაა, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია. ოთახებში კი, დივანი ტელევიზორისგან მხოლოდ ერთი მეტრის მოშორებით დგას, ანდა ლამაზად გაფორმებული დეკორატიული სვეტი მნიშვნელოვნად გიძნელებთ ოთახში მოძრაობას. Yოველივე ეს ხშირად დიზაინერის არაპროფესიონალიზმის, არაკეთილსინდისიერისა და, რაც მთავარია, ბინის პატრონის გულუბრყვილობისა და უყარადღებობის შედეგია. Aსე რომ, თუკი თქვენმა დიზაინერმა სახლის დათვალიერებისა და აზომვის გარეშე დაიწყო თქვენი მოხიბვლა ლამაზ-ლამაზი ესკიზებითა და ნახატებით მის პატიოსნებაში.
დიზაინ-პროექტის დიდი ნაწილი ნახაზებისაგან შედგება. უპირველეს ყოვლისა, მათში ასახულია ძველი გამყოფი კედლების დემონტაჟისა და ახლის აგების გეგმები. პროექტში არქიტექტორს მითითებული აქვს კედლების სისქე, სიდიდე, მასალა და ასევე, რომელი მხრიდან უნდა დაიწყოს მათი შენება. Aმას მოჰვება ჩამრთველებისა და ნათურების განლაგება. Aრქიტექტორმა იმგავრად უნდა გაიაზროს ბინის განატებსი მოწყობა, რომ ჩამრთველ-გამომრთველებთან დაუბრიკოლებლად მიახლოვებას ავეჯის განლაგების გეგმა ხელს არ უშლიდეს. Aმიტომ ცალკე გეგმაზე უნდა იყოს მითითებული როზეტების განლაგება. Aსევე ადგენენ იატაკის, ჭერისა და სხვა დეკორატიული ელემენტების სპეციალურ ნახაზებს. დიზაინ-პროექტის არქონის შემთახვევაში, ხშირად ხდება, რომ რემონტის მიმდინარეობა განუსაზღვრელი ვადით ჭიანურდება, მხოლოდ იმის გამო, რომ გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს, ვიდრე ბინის პატრონს თავიდან ჰქონდა გათვალისწინებული. დიზაინ-პროექტის უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ მასში წინასწარაა ყველაფერი გათვლილი: რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს დროის გარკვეულ მონაკვეტში, ვინ ჩაატარებს ამ სამუშაოებს, რა რაოდენობისა და როგორი მასალის შესყიდვაა აუცილებელი. Mოკლედ, წინასწარ გეცოდინებათ, როდის დასრულდება და რამდენი დაგიჯდებათ მიმდინარე რემონტი. Gარდა ამისა, დაზღვეული იქნებით ზედმეტი, ან ნაკლები მასალების შესყიდვისგან, რადგან წინასწარ გეცოდინებათ მათ საჭირო რაოდენობა.
მთავარია, არ შეცდეთ დიზაინერისარჩევისას, ყურადღება მიაქციოთ და გააკონტროლოთ სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც დაუბრკოლებლად მიაღწევთ სასურველ მიზანს.

მნახველთა რაოდენობა: 2189
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი