უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / სახურავი: ილუზიები და რეალობა

სახურავი: ილუზიები და რეალობა

მოგახსენებთ, ბრტყელი სახურავები თავისი უშუალო დანიშნულების გარდა, სხვა მრავალ ფუნქციასაც ატარებს. უკანასკნელ ხანს, თბილიში მომრავლდა ე.წ ,,პენტჰაუზები”, რომლებსაც, როგორც წესი, ზამთრის ბაღები, აუზები ან უბრალო ტერასები ახლავთ. Aმის შემხედვარე ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცდილობს შეძლებისდაგვარად ძველ, ტიპურ კორპუსებში მოიწყოს ამგვარი კომფორტი. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რამდენად გამოსადეგია ამა თუ იმ პროექტის სახლი მსგავსი დანამატებისათვის. არადა, ამ ტიპის საცხოვრებლის გაყიდვისას, მეპატრონე, როგორც წესი, მუშტარს ზღაპრებისა და ლეგენდების ბურუსში ახვევს – გნებავთ წალკოტი ნაკადულებით, ჩანჩქერებით, ხიდებით, ალპური მთებით, ენით აუწერელი სილამაზის ყვავილებითა და მარადმწვანე მცენარეებით? – კი ბატონო, დარგეთ, გააშენეთ თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით. გნებავთ ღია ცის ქვეშ საკუთარი საცურაო აუზი ანდა ჩოგბურთის კორტები? თქვენი ნებაა. იქნებ ვერტფრენის დასაშვები მოედნის მოწყობა გსურთ... მშვენიერი პერსპექტივაა არა? გაბრუებული მუშტარიც სიხარულით ყიდულობს ოცნების სახლს. შემდეგ კი მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ცნებები ,,საექსპლუატაციო სახურავი” და ,,ღია ტერასა” მკაფიოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მატერიალური, ისე ნორმატიული მხრითაც.
საქსპლუატაციო სახურავს თავისი დანიშნულება აქვს. მას იყენებენ იმ მოწყობილობების განსათავსებლად, რომლებსაც შენობის ექსპლუატაცია მოითხოვს. არ დაგავიწყდეთ, რომ სახურავი სარეთო საბინაო საკუთრებაა, რომლის გამოყენებაც, თეორიულად, ყველა მცხოვრებს შეუძლია, მაგრამ, როგორც წესი, სახურავით მხოლოდ ზემო სართულზე განთავსებული არასტანდართული ბინების მფლობელები სარგებლობენ. ეს იმითაც აისახება, რომ ასეთ ბინებში სახურავის შეკეთება ფაქტობრივად, ბოლო სართულების მცხოვრებთა ვალდებულებად იქცა.
მოკლედ, რადგან სახურავი ფორმალურად მაინც საერთო საკუთრებაა, არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი საცხოვრებელი დაბალ სართულზეა თუ მაღლა, ამიტომ ნუ მოიხიბლებით საკუთარი აეროდრომითა და საჩოგბურთო კორტებით, სულერთია, თუ საქმე საქმეზე მიდგა, კანონით, მათ მფლობელობაზე უარის თქმა მოგიწევთ.
საექსპლუატაციო სახურავისგან ძირეულად განხსხვავდება ღია ტერასა, რომელიც თითქმის იგივე ლოჯიაა, ოღონდ შტამბეჭდავად დიდი ზომის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ახალ სახლებში ხშირად შევხვდებით ამდაგვარ ფართს. ტერასა შენობის გარე არქიტექტურის ელემენტად გვევლინება. საერთაშორისო სტანდარტებით, ღია ტერასის ფართობი საცხოვრებელ ფართში შედის, (კოეფიციენტი 0,3), ესე იგი ის აპარტამნტის ღირებულებაში ითვლება და კერძო საკუთრების ობიექტს წარმოადგენს. ამდენად, მის მფლობელს უფლება აქვს ფანტაზიის გასაქანი მისცემს და ისე მოაწყოს ტერასა, როგორც მოესურვება. ხოლო, როცა ღია ტერასის ახალი დაგეგმარება გრანდიოზულ გადაკეთებასთანაა დაკავშირებული – მაგალითად, მეპატრონეს საცურაო აუზის მოწყობა სურს – მშენებლობისა და დაგეგმარების საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სახლის პროექტის ავტორები და შესაბამისი უწყების მესვეურნი.
დავუბრუნდეთ ისევ სახურავს და მის გამოყენებას. ზემოთ ვთქვით, რომ ფაქტობრივად, კორპუსებში მისი კერძო მფლობელობაში გადასვლა არ შეიძლება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბოლო სართულის მფლობელები მანსარდას ან კიდევ ერთ სართულს ადგამენ სახლებს, რაც მეზობლების წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. თანაც, ნებისმიერ ახალ მეზობელს შეუძლია სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და მანსარდა მოგანგრევინოთ, ამიტომ მოერიდეთ მუდმივი კონსტრუქციების აგებას და თუ მაინცდამაინც სახურავზე ტერასის მოწყობა გნებავთ, გააკეთეთ დროებითი კონსტრუქციები, რაც უფრო იაფიც დაგიჯდებათ და მათი არსებობა ხელს არ შეუშლის სახურავით საერთო სარგებლობას. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და დაუბრკოლებლად მოხდება მათი ალაგება.
გარდა კორპუსისა და რამდენიმესართულიანი სახლისა, სახურავზე ტერასის ან სხვა რაიმე ნაგებობის მოწყობის მსურველები შეიძლება კერძო სახლის მფლობელებიც აღმოჩნდნენ. ამ ხერხით ეზოს ფართსაც დაზოგავენ და სახურავის გამოუყენებელ ნაწილსაც აითვისებენ. ამ შემთხვევაში, მათ რა თქმა უნდა, ყველაფრის უფლება აქვთ და შედეგი ფანტაზიასა და საფულის სისქეზეა დამოკიდებული. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანთ მაგალითებს, რისი გაკეთება შეიძლება ექსპლუატირებულ სახურავზე და რისი არა.

მნახველთა რაოდენობა: 3714
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი