უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2011 (VIII)

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2011 (VIII)  |  თარიღი: 2011-09-15

სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

 

 

2011 წლის აგვისტოს თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 34.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 43 715 ერთეული შეადგინა.

ა.წ. აგვისტო 2007-2009 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აგვისტოსთან (46 039 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 5.0%-ით, 2008 წლის აგვისტოსთან (19 495 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.2-ჯერ და 2009 წლის აგვისტოსთან (28 761 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 52.0%-ით.

 

უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011
[ერთეული]

2011 წლის აგვისტოს თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.409 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.051) მნიშვნელოვნად აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა როგორც წინა წლის იმავე თვესთან (შესაბამისად 21.4%-ით და 37.0%-ით), ისე წინა თვესთან (შესაბამისად 7.7%-ით და 0.7%-ით) შედარებით. 2011 წლის აგვისტოს თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 364, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 36 351 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.792 და 1.674 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნე-ლოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. აგვისტოს თვეში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 83.2%-ს მეორადი, ხოლო 16.8%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის აგვისტოს თვეში კი - შესაბამისად 80.9% და 19.1%).

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა აგვისტო, 2010-2011

 

 

ინდიკატორები

 

აგვისტო

 

  ზ.ე.

2010

2011

რაოდენობა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

6228

7364

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

26368

36351

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

32596

43715

სტრუქტურა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

19.1

16.8

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

80.9

83.2

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

100

100

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

-2.6

7.7

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

-7.9

0.7

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

-7.0

1.9

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

-17.8

21.4

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

24.1

37.0

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

13.1

34.1

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

0.652

0.792

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.222

1.674

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.051

1.409

 

 წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2011

 

მნახველთა რაოდენობა: 875
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი