2011 წლის განმავლობაში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 510 794 სარეგისტრაციო ტრანზაქცია (საშუალოდ თვეში 42 566 ერთეული) განხორციელდა. მსგავსი აქტიურობა უძრავი ქონების ბაზარზე წინა წლებში არ დაფიქსირებულა: აქამდე პიკურად მიჩნეულ 2010 წელთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.8%-ით, 2009 წელთან შედარებით - 53.5%-ით, 2008 წელთან შედარებით - 47.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2007 წელთან შედარებით - 28.5%-ით გაიზარდა.
2011 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას წინა წლის იმავე თვესთან შე-დარებით ცალსახად ზრდის ტენდენცია (საშუალოდ 26.4%-ით) ახასიათებს: იანვრის თვეში - 33.0%-ით, თებერვლის თვეში - 21.0%-ით, მარტის თვეში - 56.9%-ით, აპრილის თვეში - 19.4%-ით, მაისის თვეში - 28.6%-ით, ივნისის თვეში - 25.5%-ით, ივლისის თვეში - 22.5%-ით, აგვისტოს თვეში - 34.1%-ით, სექტემ-ბრის თვეში - 34.0%-ით, ოქტომბრის თვეში - 20.7%-ით, ნოემბრის თვეში - 15.7%-ით, დეკემბრის თვეში - 6.1%-ით. ამასთან, დეკემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 19.8%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 48 369 ერთეული შეადგინა. უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011 [ერთეული]
ა.წ. დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.560 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს მნიშვნელოვნად (1.470) აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა როგორც წინა თვესთან (შესაბამისად 11.2%-ით და 5.0%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბამისად 25.0%-ით და 18.7%-ით). 2011 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 901, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 39 468 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.957 და 1.818 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნე-ლოდ გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. დეკემბერში განხორციელებუ-ლი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.6%-ს მეორადი, ხოლო 18.4%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის დეკემბერში კი - შესაბამისად 82.4% და 17.6%).
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკა დეკემბერი, 2010-2011
ინდიკატორები
|
ზ.ე.
|
|
დეკემბერი
|
|
|
|
2010
|
2011
|
|
რაოდენობა
|
|
|
|
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
|
8006
|
8901
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
|
37584
|
39468
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
ერთეული
|
|
45590
|
48369
|
|
|
|
|
|
სტრუქტურა
|
|
|
|
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
17.6
|
18.4
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
82.4
|
81.6
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
100
|
100
|
|
|
|
|
|
ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით
|
|
|
|
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
30.5
|
25.0
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
30.6
|
18.7
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
30.6
|
19.8
|
|
|
|
|
|
ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით
|
|
|
|
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
14.7
|
11.2
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
23.7
|
5.0
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
პროცენტი
|
|
22.0
|
6.1
|
|
|
|
|
|
სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი
|
|
|
|
|
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
|
0.861
|
0.957
|
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
|
1.731
|
1.818
|
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები
|
კოეფიციენტი
|
|
1.470
|
1.560
|
|
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2011
|