უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (2)

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (2)  |  თარიღი: 2012-03-15

2012 წლის თებერვლის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 34 978 ერთეული შეადგინა.

ა.წ. თებერვალი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის თებერვალთან (25 316 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 38.2%-ით, 2008 წლის თებერვალთან (29 539 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 18.4%-ით, 2009 წლის თებერვალთან (26 617 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 31.4%-ით, 2010 წლის თებერვალთან (29 729 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით -ზრდა 17.7%-ით და 2011 წლის თებერვალთან (35 969 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 2.8%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 7.8%-ით გაიზარდა: პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 7.3%-იანი კლება დააბალანსა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 11.0%-იანმა ზრდამ.

2012 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.128 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.160) უმნიშვნელოდ ჩამორჩება.

აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები შემცირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბამისად 14.5%-ით და 0.3%-ით). 2012 წლის თებერვლის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 5 330, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 29 648 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.573 და 1.366 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნელოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 84.8%-ს მეორადი, ხოლო 15.2%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრან ზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის თებერვალში კი - შესაბამისად 82.7% და 17.3%).

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა
თებერვალი, 2011-2012

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა  თებერვალი, 2011-2012

 წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012

მნახველთა რაოდენობა: 1404
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი