უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (7). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (7). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 2012-08-15

 

2012 წლის ივლისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ-
ნის მასშტაბით 100 199 ერთეული შეადგინა. ა.წ. ივლისი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით
ცალსახა და ნახტომისებრი ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ივლისთან (34 111 ერთეული სარეგისტრა-
ციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.9-ჯერ, 2008 წლის ივლისთან (36 089 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.8-ჯერ, 2009 წლის ივლისთან (30 014 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.3-ჯერ, 2010 წლის ივლისთან (35 045 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.9-ჯერ და 2011 წლის ივლისთან (42 920 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.3-ჯერ.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.9-ჯერ გაიზარდა: ზრდა და-
ფიქსირდა როგორც პირველადი (3.0-ჯერ), ისე მეორადი (53.2%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობაში. 2012 წლის ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების
თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 3.231 დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება რო-
გორც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.384), ისე წინა თვის ინდექსს (1.673).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (6.3-ჯერ) და
მეორადი (59.0%-ით) ბაზრები. 2012 წლის ივლისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობამ - 42 826, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 57 373 ერთეული
შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007 =100) კი პირველადი და მე-
ორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 4.603 და 2.642 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს-
თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ.
ივლისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 57.3%-ს მეორადი, ხოლო 42.7%-ს - პირ-
ველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის ივლისში კი - შესაბამისად 84.1% და
15.9%).
მსგავსი ნახტომი უძრავი ქონების ბაზარზე უპირატესად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვე-
თების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ, რომელიც მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის-
კენაა მიმართული. ა.წ. მხოლოდ ივლისის თვეში ქვეყანაში 41 726 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი
დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. თუმცა ამ ფაქტორის გამორიცხვითაც უძრავი ქონების ბაზარი ივლი-
სის თვეშიც ცალსახად გაიზარდა (58 473 სარეგისტრაციო ტრანზაქცია... წინა თვესთან შედარებით
ზრდა 12.7%-ით... წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 36.2%-ით).

 

P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... ივლისი, 2011-
2012
(ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2007-2012

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა
ივლისი, 2011-2012 

 

 

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (7)

 

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012

 

მნახველთა რაოდენობა: 1071
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი