|
|
სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (8). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (8). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი | თარიღი: 2012-09-11 |
|
2012 წლის აგვისტოს თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 225 795 ერთეული შეადგინა. ა.წ. აგვისტო 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარე- ბით ცალსახა და ნახტომისებრი ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის აგვისტოსთან (46 039 ერთეული სარე- გისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 4.9-ჯერ, 2008 წლის აგვისტოსთან (19 495 ერთეული სარე- გისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.6-ჯერ, 2009 წლის აგვისტოსთან (28 761 ერთეული სა- რეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 7.9-ჯერ, 2010 წლის აგვისტოსთან (32 596 ერთეული სა- რეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 6.9-ჯერ და 2011 წლის აგვისტოსთან (43 715 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 5.2-ჯერ. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 2.3-ჯერ გაიზარდა: ზრდა და- ფიქსირდა როგორც პირველადი (3.3-ჯერ), ისე მეორადი (1.5-ჯერ) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაო- დენობაში. 2012 წლის აგვისტოს თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 7.280 დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.409), ისე წინა თვის ინდექსს (3.231). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (19.3-ჯერ) და მეორადი (2.3-ჯერ) ბაზრები. 2012 წლის აგვისტოს თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციე- ბის რაოდენობამ - 142 079, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 83 716 ერთე- ული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007 =100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 15.272 და 3.856 დონეებზე დაფიქ- სირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს- თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. აგ- ვისტოში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 37.1%-ს მეორადი, ხოლო 62.9%-ს - პირ- ველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის აგვისტოში კი - შესაბამისად 83.2% და 16.8%). მსგავსი ნახტომი უძრავი ქონების ბაზარზე უპირატესად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვე- თების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ, რომელიც მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის- კენაა მიმართული. ა.წ. მხოლოდ აგვისტოს თვეში ქვეყანაში 131 063 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. თუმცა ამ ფაქტორის გამორიცხვითაც უძრავი ქონების ბაზარი აგვის- ტოს თვეშიც ცალსახად გაიზარდა (94 732 სარეგისტრაციო ტრანზაქცია... წინა თვესთან შედარებით ზრდა 62.0%-ით... წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 116.7%-ით).
P.S. დამატებით იხილეთ: (ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... აგვისტო, 2011- 2012 (ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2007-2012 უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა აგვისტო, 2011-2012
|
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012 |
მნახველთა რაოდენობა: 1028 |
|
|
|
|
|
|
|
|