უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (9). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (9). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 2012-10-11

 

2012 წლის სექტემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ
ქვეყნის მასშტაბით 63 351 ერთეული შეადგინა. ა.წ. სექტემბერი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედა-
რებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის სექტემბერთან (43 917 ერთეული სარეგისტრაციო
ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 44.3%-ით, 2008 წლის სექტემბერთან (24 338 ერთეული სარეგისტრა-
ციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 160.3%-ით, 2009 წლის სექტემბერთან (33 118 ერთეული სარეგის-
ტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 91.3%-ით, 2010 წლის სექტემბერთან (34 975 ერთეული სა-
რეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 81.1%-ით და 2011 წლის სექტემბერთან (46 854 ერთეუ-
ლი სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 35.2%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 33.1%-ით შემცირდა: ზრდა და-
ფიქსირდა პირველადი (17.5%-ით), ხოლო კლება - მეორადი (41.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციე-
ბის რაოდენობაში. 2012 წლის სექტემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქ-
ციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 2.043 დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატე-
ბა წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.511).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (71.0%-ით)
და მეორადი (26.1%-ით) ბაზრები. 2012 წლის სექტემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქ-
ციების რაოდენობამ - 16 272, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 47 079
ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველა-
დი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 1.749 და 2.168 დონეებზე და-
ფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს-
თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. სექ-
ტემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 74.3%-ს მეორადი, ხოლო 25.7%-ს - პირ-
ველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის სექტემბერში კი - შესაბამისად 79.7%
და 20.3%).
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მიმდინარე უსასყიდლო რეგისტრაციის მასშტაბები მნიშვნე-
ლოვნად ზრდის სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას. ა.წ. მხოლოდ სექტემბრის თვეში ქვეყა-
ნაში 211 979 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. თუმცა წინამდებარე
ანალიზი ამ ფაქტორის გამორიცხვითაა შედგენილი. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით კი, უძ-
რავი ქონების ბაზარი სექტემბრის თვეში შემდეგნაირად ხასიათდება: 275 330 სარეგისტრაციო ტრან-
ზაქცია... წინა თვესთან შედარებით ზრდა 21.9%-ით... წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 5.9-
ჯერ).

 

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012

 

მნახველთა რაოდენობა: 1362
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი