უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (10). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (10). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 2012-11-14

 

2012 წლის ოქტომბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 137
ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლი-
დარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო
საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის
ფილიალი), ხოლო 2.6% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არა-
სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზ-
ნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.717 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. ოქტომბერში კლება დაფიქსირდა 2011 წლის იმავე თვესთან (30.3%-ით), ხოლო ზრდა - წინა თვეს-
თან (14.4%-ით) შედარებით.
2012 წლის ოქტომბრის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო
სუბიექტების რაოდენობა 30.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.5%-ით შემცირ-
და. საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით: ოქტომბრის თვეში რეგისტრირე-
ბული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 14.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა
29.7%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ-
მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.719 და 0.654 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. ოქტომბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1
586 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 50.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების (1 445 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 46.1%) სახით. როგორც ჩანს,
ბიზნეს სუბიექტთა 96.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე
თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 78 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 16 უცხოური სამეწარმეო იუ-
რიდიული პირის ფილიალი, 3 სააქციო საზოგადოება, 3 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 3 კოო-
პერატივი, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 სოლიდარული პასუხის-
მგებლობის საზოგადოება.

 

 

P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - ბიზნესის რეგისტრაციის თვის სტატისტიკა... ოქტომბერი, 2011-2012
(ბ) გრაფიკი - ბიზნესის რეგისტრაციის თვის დინამიკა... 2010-2012


 

ბიზნესის რეგისტრაციის თვის სტატისტიკა
ოქტომბერი, 2011-2012 

 

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (10)

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1171
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი