|
|
სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (11). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (11). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი | თარიღი: 2012-12-12 |
|
2012 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 41 260 ერთეული შეადგინა. ა.წ. ნოემბერი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარე- ბით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ნოემბერთან (23 943 ერთეული სარეგისტრაციო ტრან- ზაქცია) შედარებით - ზრდა 72.3%-ით, 2008 წლის ნოემბერთან (25 076 ერთეული სარეგისტრაციო ტრან- ზაქცია) შედარებით - ზრდა 64.5%-ით, 2009 წლის ნოემბერთან (29 484 ერთეული სარეგისტრაციო ტრან- ზაქცია) შედარებით - ზრდა 39.9%-ით, 2010 წლის ნოემბერთან (34 913 ერთეული სარეგისტრაციო ტრან- ზაქცია) შედარებით - ზრდა 18.2%-ით და 2011 წლის ნოემბერთან (40 381 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.2%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.3%-ით შემცირდა: კლება და- ფიქსირდა პირველადი (18.0%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (0.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2012 წლის ნოემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.330 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.302). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (44.7%-ით), ხოლო გაიზარდა მეორადი (12.2%-ით) ბაზრები. 2012 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრა- ციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 3 938, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 322 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007= 100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.423 და 1.719 დონე- ებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს- თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 90.5%-ს მეორადი, ხოლო 9.5%-ს - პირ- ველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის ნოემბერში კი - შესაბამისად 82.4% და 17.6%). P.S. დამატებით იხილეთ: (ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... ნოემბერი, 2011- 2012 (ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2007-2012 |
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა ნოემბერი, 2011-2012
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2012
|
მნახველთა რაოდენობა: 1116 |
|
|
|
|
|
|
|
|