|
|
სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (12). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2012 (12). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი | თარიღი: 2013-01-15 |
|
2012 წლის დეკემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 41 260 ერთეული შეადგინა. ა.წ. დეკემბერი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედა- რებით უპირატესად ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის დეკემბერთან (31 015 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 33.0%-ით, 2008 წლის დეკემბერთან (30 202 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 36.6%-ით, 2009 წლის დეკემბერთან (37 371 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 10.4%-ით, 2010 წლის დეკემბერთან (45 590 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 9.5%-ით და 2011 წლის დეკემბერთან (48 369 ერთეული სარეგისტრა- ციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 14.7%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა უცვლელი დარჩა; კლება და- ფიქსირდა პირველადი (26.2%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (2.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2012 წლის დეკემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.330 დონეზე, რაც ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.560). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (67.3%-ით), ისე მეორადი (2.8%-ით) ბაზრები. 2012 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 2 908, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 38 352 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.313 და 1.766 დონე- ებზე დაფიქსირდა. 2012 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ- ნის მასშტაბით 1 040 139 ერთეული შეადგინა. მსგავსი ნახტომი უძრავი ქონების ბაზარზე განაპირობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ. 2012 წელს ქვეყანაში 461 256 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. ამ ფაქტორის გამორიცხ- ვით უძრავი ქონების ბაზარი 2012 წელს შემდეგნაირად ხასიათდება: 578 883 სარეგისტრაციო ტრან- ზაქცია... წინა წელთან შედარებით ზრდა 13.3%-ით... ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (8.2%- ით), ისე მეორადი (14.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
P.S. დამატებით იხილეთ: (ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... დეკემბერი, 2011-2012 (ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2007-2012
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა დეკემბერი, 2011-2012
|
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2013
|
მნახველთა რაოდენობა: 1338 |
|
|
|
|
|
|
|
|