უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (01). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (01). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 2013-02-18

 

2013 წლის იანვრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ-
ნის მასშტაბით 30 644 ერთეული შეადგინა. ა.წ. იანვარი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით
უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის იანვართან (20 695 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია)
შედარებით - ზრდა 48.1%-ით, 2011 წლის იანვართან (26 150 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შე-
დარებით - ზრდა 17.2%-ით და 2012 წლის იანვართან (32 412 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია)
შედარებით - კლება 5.5%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.3%-ით შემცირდა (სეზონური
ფაქტორის გავლენა): კლება დაფიქსირდა პირველადი (29.3%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (5.7%-ით) სა-
რეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის იანვრის თვეში წინა თვესთან შედარებით სა-
რეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.728 დონეზე, რაც
უმნიშვნელოდ ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.738).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (42.2%-ით),
ხოლო გაიზარდა მეორადი (5.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის იანვრის თვეში პირველა-
დი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 4 382, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციე-
ბის რაოდენობამ - 26 262 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემ-
ბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად
0.398 და 0.845 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვეს-
თან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. იან-
ვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 85.7%-ს მეორადი, ხოლო 14.3%-ს - პირვე-
ლადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის იანვარში კი - შესაბამისად 76.6% და
23.4%).
P.S. დამატებით იხილეთ:
(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა... იანვარი, 2012-
2013
(ბ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2013

 

 უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა
იანვარი, 2012-2013

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2013 (01). სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

 

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2013

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 2254
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი