პატარა ქალაქი სენტ-ჯონსი, კანადის პროვინციის ნიუფაუდლენდისა და ლაბრადორის დედაქალაქი, უკანასკნელ წლებში განიცდის ახალგაზრდობის მოზღვავებას, რომლებიც ისწრაფვიან ისწავლონ ადგილობრივ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, და ამავე დროს, აქ არ არის საკმარისი რაოდენობის სტუდენტების საცხოვრებლები. საცხოვრებელი ადგილები სულ უფრო ნაკლებია, ხოლო ბინის ქირა კი სულ უფრო მაღალი. იციან რა უბინაო სტუდენტების მიდრეკილება ანტისოციალურ მდგომარეობისაკენ, სენტ-ჯონსში ცდილობენ მოსწავლეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამისათვის კანადის სტუდენტთა ფედერაციამ აამუშავა Home Share-ს სამსახური, რომლითაც ქალაქის ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, მაგრამ განიცდიან მარტოობას და საჭიროებენ დახმარებას სახლში, შეუძლიათ იპოვნონ ისეთი სტუდენტი-მდგმური, რომელიც ბინის ქირის საფასურად დაეხმარება მათ საშინაო მეურნეობაში.
ასეთი ბინის დაქირავბის ან გაქირავების მსურველები რეგისტრირდებიან Home Share-ს საიტზე. ხელშეკრულების დადების წინ აუცილებელია ცხოვრებისა და გადახდის პირობების შეთანხმება (ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დალაგება, მაღაზიაში ან აფთიაქში სიარული, გაზონის გაკრეჭა ან დახმარება+ფულის გადახდა). მოელიან, რომ ბინების მფლობელები, მოქალაქეები 50 წელს ზემოთ Home Share-ს დახმარებით გადაჭრიან საკუთარ პრობლემებს: მეურნეობის გაძღოლას, ურთიერთობას, დამოუკიდებლობის შეგრძნებას, ახალ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის დამყარებას, მაგალითად ინტერნეტთან ან ტვიტერთან; ამავე დროს, ჩამოსული ახალგაზრდობა მიიღებს სწავლის განმავლობაში იაფსა და კომფორტულ საცხოვრებელს და ასევე ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებულ სახლებისა და ბინების მფობელებთან ჭკუის სასწავლებელი ურთიერთობის შესაძლებლობას.
საცხოვრებლის არაკომერციული ბარტერული გაქირავება სტუდენტებზე მხარდაჭერილია ხელისუფლების მიერ ადგილობრივი Memorial University-ს მიერ. ბარტერით საცხოვრებლის გაქირავება მისაღებია უძრავი ქონების კომერციული სააგენტობისთვისაც. საუბედუროდ, რუსეთსა და ზოგიერთ ქვეყანაში ამის ხელისშემშლელი ფაქტორებია კულტურის ხშირად არქონა და ადამიანებს შორის უნდობლობა.
|