მორიგი სიახლე ენერგომომარაგებისა და ენერგიის ალტერმატიული წყაროების შესახებ მოვიდა აშშ-დან. კომპანია Therma-HEXX აპროექტებს და ყიდის გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველ მზის ენერგიის აკუმულირების გადაწყვეტილებებს. სითბურ ენერგიას შთანთქავენ სითბოს მიმომცვლელი პანელები, რომლებიც დამალულია ბილიკების, ტროტუარების, სახლების სახურავების ქვეშ და ამიტომაც არიან უჩინარნი.
ThermaPAVER-ის კვადრატული პლასტიკური პანელების ზომაა 59x59x4 სმ, რომლებშიც ჩასხმულია თხევადი სითბოს მატარებელი - წყალი ან ალკოჰოლი. პანელები იგება გათლილი ქვების ან ბილიკების, აუზების გარშემო მიდამოს ფილების საფუძვლად და ა. შ. ისინი უერთდებიან ერთმანეთს და მუშაობენ როგორც სითბოს ერთიანი აკუმულატორი. როდესაც ქუჩაში თბილა, პანალები შთანთქავენ ენერგიას და ამით აგრილებენ ბილიკს, ხოლო როდესაც გრილა, სითბოს აკუმულატორი სითბოს გასცემს გარეთ და ამით ათბობს მიწის ზედაპირს.
მიწაში ჩაფლული სითბოს მიმომცვლელის სარგებელია ტროტუარზე თოვლისა და ყინულის გადნობა, ბილიკების მასალების ვარგისიანობის გახანგრძლივება, წყლის გათბობა სამეურნეო საჭიროებებისათვის, მაგალითად, აუზებისათვის ან წყალგაყვანილობებისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სითბო არ არის საკმარისი, შეიძლება პანელების სისტემის გარე გამათბობელთან მიერთება.
ThermaPAVER-ის პანელების განლაგება შესაძლებელია ასევე სახურავებზე ან მათი მიმაგრება შენობის კედელთან. სიცხეში ისინი გააგრილებენ კონსტრუქციასა და ჰაერს შენობის შიგნით და დაეხმარება კონდიცირების ეკონომიაში, ხოლო სიგრილეში სახლში სითბოს „დაიჭერენ". ThermaPAVER-ის შემქმნელი რობერტ ბარმორი (Robert Barmore) ამბობს, რომ სისტემა პროექტდება ყოველი შემკვეთისათვის ინდივიდუალურად და დაყენების შედარებით სიძვირეს 3 წელიწადში აანაზღაუდებს. ამიტომ პანელებს აქვთ საწარმოო დეფექტების არარსებობის 10-წლიანი გარანტია, ხოლო მიწაში დამალული სითბის აკუმულატორის სამსახურის ვადა არანაკლებ 20 წელია.
|