სანამ ჩვენი ოფისების ვენტილაცია ებრძვის სიცხეს ჰაერის კონდიცირებით, ხოლო დამქირავებლები იხდიან კონდიციონერების დაუოკებელი ელექტრული მადის გამო, ცსელ მზიან არაბთა გერთიანებულ ემირატებში ჰაერის კონდიცირებაზე ეკონომიას აკეთებენ ხელოვნური მართული ჩრდილის შექმნით და თან ისე, რომ მთლიანად ფარავენ საოფისე შენობას.
ოფისების ტყუპმა კოშკებმა Bahar Towers აბუ-დაბიში ინოვაციურად მიიღეს „მზისგან დამცავი ქოლგებ. მზიან ამინდში ამ 145 მეტრიანი ცათამბჯენების ფასადები დამალულია მინაპლასტიკის ნახევრადგამჭვირვალე მემბრანით. ის შედგება პანელებისაგან, რომლებიც 4-მეტრიანი გვერდების მქონე სწორკუთხა სამკუთხედებადაა შეერთებული, რომლებსაც შეუძლიათ დაეწყონ „არქიტექტურული ორიგებად". სიცხეში პანელები ისეა გახსნილი, რომ ქმნიან მზისგან დამცავ ეკრანს, ჩრდილს, სიგრილეს და ამცირებენ კაშკაშა სინათლეს კოშკებს შიგნით. განათების უკმარობის დროს პანელები იკეცება და უმჯობესდება ოფისების განათება. ამ „მზისგან დამცავ ქოლგებს" კომპიუტერი მართავს.
ამ ქოლგების ასობით პანელი ყველა მხრიდან ფარავს ორივე შენობას, გარდა ჩრდილოეთისა და გათვლილია მუშაობაზე ათწლეულების განმავლობაში. სისტემის არქიტექტურული დიზაინი შესრულებულია აღმოსავლურ ნაციონალურ სტილში და მის ელექტრომარაგებში მონაწილეობენ სახურავებზე განლაგებული მზის პანელები. Bahar Towers-ის დამპროექტებელი კომპანია Aedas იუწყება ჰაერის კონდიცირების დანახარჯების შემცირებაზე 20%-ით და უფრო მეტად და ეს ყველაფერი ხელოვნური ჩრდილის წყალობით.
ელექტროენერგიის ეკონომია და ოფისის პერსონალის კომფორტი, რასაკვირველია, კარგია და მართებული, მაგრამ ნათელია, მფლობელებისათვის ეს არ არის პროექტის მთავარი ღირსება. არავის არ გააუქმებია მიმზიდველობა ბიზნესისა და ტურიზმისათვის, რაშიც Bahar Towers-იცაა ნ ჩართული.
|