უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / ჩალის სამშენებლო მასალები

ჩალის სამშენებლო მასალები

რესურების შემცირების გამო სულ უფრო მწვავდება უდანაკარგო წარმოების საკითხი. უკანასკნელ დროს გაჩნდა უამრავი ნამუშევარი, რომლებიც მიმართულია გუშინდელი ნარჩენების ნედლეულად გარდაქმნისაკენ. არ არის გამონაკლისი სოფლის მეურნეობის ნარჩენებიც. ჩვენ უკვე ვწერდით ნაკელის აგურებზე, მაგრამ ახლა ჰორიზინტზე გამოჩნდა ახალი სამშენებლო მასალა სიმინდის ჩალისაგან.

ყოველწლიურად აშშ-ში მინდვრის დედოფლის - სიმინდისაგან მინდვრებზე რჩება დაახლოებთ 160 მლნ ტონა ჩალა (ფოთლები, ღეროები), რომლებიც ლპება. ილინოისის უნოვერსიტეტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და დააპანტეს ტექნოლოგია, რომლითაც ჩალას აქუცმაცებენ, ურევენ პოლიმერევს, პრესავენ და ლამინირებას უკეთებენ, რის შედეგადაც მიიღება ბურბუშელის ფილის ანალოგი.

ცხოვრებაში ამ ნაწარმის დანერგვა ითავა ტეხასში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა კომპანიამ Corn Board Manufacturing Inc. (CBMI). ჩალის ფილები, მათ მწარმოებლების აღწერით, მშვენივრად ესადაგებიან ყველაფერს: კედლების მოპირკეთებას, გადახურვით სამუშაოებს, კარებების, ავეჯისა და სკეიტბორდების წარმოებასაც კი. ჩვეულებრივი ორსართულიანი სახლისათვის საჭიროა ჩალა მიწის მხოლოდ ერთი ჰექტარიდან, რაც ხის მასალის მნიშვნელოვანი ეკონომიაა, რომელიც არ არის ისეთი ადვილად აღდგენადი რესურსი, როგორიც სიმინდია.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩალას ადრე არ იყენებდნენ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებში, მაგრამ ჩალის ფილები სრულიად სრულყოფილი მასალაა: მტკიცე, დამყოლი, ესთეტური და მსუბუქი. CornBoar-ს მწარმოებელი იუწყება, რომ მისი მასალის პლუსები არ მთავრდება მისი შესანიშნავი ფიზიკური თვისებებით. ჩალის სამშენებლო მასალად  გადამუშავებით ეკოლოგიას უდიდესი სარგებელი ექნება, რადგან ადრე სიმინდის ნარჩენები ეყარა მიწაზე და ლპებოდა ნახშირმჟავა გაზის გამოყოფით. საფიქრებელია, რომ არა მხოლოდ პლანეტაზე ზრუნვა გახდა ჩალის ახალი მასალად არჩევის მიზეზი, არამედ მისი სიიაფეც.

 

chalis samsheneblo masalebi

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1356
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი