უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

რჩევები უძრავ ქონებაზე / მიწისქვეშა სასტუმრო

მიწისქვეშა სასტუმრო

miwisqvesa sastumroროგორც ჩვენი პუბლიკაციებიდან ჩანს, ბევრი ოტელი პოულობს საშუალებას გამოირჩეს კონკურენტულ ბაზარზე და თავის სტუმრებს შესთავაზოს რაიმე სასურველი ექსკლუზივი და არა  ყოველთვის მაღალ ფასად. სწორედ ასეთი მოიფიქრა სასტუმროების პატარა ქსელმა Yotel-მა ლონდონის ცენტრში, სადაც ფასები არნახულად მაღალია, თავისი ნაგებობების მიწის ქვეშ განლაგება. ამისთვის მან გამოიყენა უკვე ხმარებიდან გამოსული გვირაბები კინგსვეი (Kingsway Tunnels), რომლებიც თავშესაფარი იყო მეორე მსოფლიო და ცივი ომის დროს. Yotel-ის ქსელი, რომლის ამჟამიმდელი სასტუმროები განლაგებულია ლონდონის ჰეთვიკისა და ჰიტროუს აეროპორტებთან, ასევე ამსტერდამის სხიპხოლთან, ცნობილია ნაგებობების დიზაინით და საათობრივი გაქირავებით (რაც ძალზე მოხრხებულია მოგზაურთათვის). ის იმედოვნებს გახდეს უნიკალური არა მხოლოდ ნომრების დაგეგმარების კუთხით, არამედ მიწის ქვეშ ახალი სასტუმროს განლაგებით. ახლა კინგსვეის გვირაბებში იგეგმება 10-150 საცხოვრებელი კაფსულის განლაგება, და სპეციალურად დაქირავებული არქიტექტორები და ინჟინრები უკვე „ჯადოქრობენ" იმაზე, თუ როგორ მოაწყონ ეს ყველაფერი. უძრავი ქონება მის მფლობელს 5 მლნ გირვანქად ერგო, იქ უკვე არის ვენტილაცია, ელექტრობა და წყალგაყვანილობა, მაგრამ ჯერ უცნობია მათი მდგომარეობა.

„მიწისქვეშ ოტელი საინტერესო იქნება ყველასათვის, კლუბური შეკრებების მოყვარულებით დაწყებული მოვლინებულებით დამთავრებული, რომელთაც ღამეული დროსტარების შემდეგ სჭირდებათ სადმე შხაპის მიღება და „დაცემა". მაგრამ მათ ასევე სჭირდებათ ფანჯრიდან კარგი ხედი, ტრენაჟერების დარვაზი ან რესტორანი, ანუ ყველაფერი, რაც შედის სხვა სასტუმროების ნომრების ფასებში. ჩვენი ფასებით, რომლებიც იწყება ღამეში 20 გირვანქიდან ერთ ადამიანზე, ჩვენთან უფრო იაფი ეღირება გაჩერება, ვიდრე ტაქსი სახლამდე" - განუცხადა Telegraph-ს Yotel-ის მარკეტინგის დირექტორმა ჯო ბერინგტონმა  (Jo Berrington).

 

მნახველთა რაოდენობა: 1219
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი