უძრავი ქონების სააგენტო


წერილის გაგზავნა!

სიახლე / უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (III) სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (III) სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი  |  თარიღი: 10-04-2011

უძრავი ქონების ბაზარი, 2011 (III) 
სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

2011 წლის მარტის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 970 ერთეული შეადგინა. ა.წ. მარტი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა და მასშტაბური ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის მარტთან (31 433 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 78.1%-ით, 2008 წლის მარტთან (28 586 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 95.8%-ით, 2009 წლის მარტთან (26 273 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 113.0%-ით და 2010 წლის მარტთან (35 681 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 56.9%-ით.

2011 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელო-ვანი ზრდა (55.6%-ით) დაფიქსირდა.

უძრავი ქონების ბაზრის თვის სტატისტიკა, 2010-2011

 

2011 წლის მარტის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაი-ზარდა და დაფიქსირდა 1.805 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.150) მნიშვნელოვნად აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა წინა თვესთან (შესაბამისად 15.0%-ით და 64.1%-ით) შედარებით. ამასთან, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით უძრავი ქონების პირველადი ბაზარი შემცირდა (-1.7%-ით) უმნიშვნელოდ, ხოლო მეორადი ბაზარი გაიზარდა (71.9%-ით). ამასთან, 2011 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 174, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 48 796 ერთეული შეადგინა; სარე-გისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.771 და 2.247 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, მნიშვნელოვ-ნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მარტის თვეში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 87.2%-ს მეორადი, ხოლო 12.8%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრან-ზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის მარტის თვეში კი - შესაბამისად 79.6% და 20.4%).

 

 

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრების თვის სტატისტიკამარტი, 2010-2011 

 

ინდიკატორები

ზ.ე.

მარტი

2010

2011

რაოდენობა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

7295

7174

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

28386

48796

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

ერთეული

35681

55970

სტრუქტურა

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

20.4

12.8

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

79.6

87.2

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

100

100

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

28.0

15.0

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

18.1

64.1

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

20.0

55.6

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

6.6

-1.7

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

46.1

71.9

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

პროცენტი

35.8

56.9

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი

პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

0.784

0.771

მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.307

2.247

მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები

კოეფიციენტი

1.150

1.805

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2011

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1747
უკან დაბრუნება




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661

 

 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი