Lisi
https://allhome.ge
 
 
წერილის გაგზავნა!
 
 
 

ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება. კომპანია 2010 წლის მარტში, ბიზნესმენების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ბობ მეიერის მიერ დაფუძნდა და მას შემდეგ ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით მწვანე ქალაქი ლისი. კომპანია ლისი დეველოპმენტის მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა.

. . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დირექტორთა საბჭო

ბობ მეიერი

ჰოლანდიელი ბიზნესმენი, კომპანია ლისი დეველოპმენტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს მე-XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისდან ახორციელებს. მას ევროპაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების მართვის და საინვესტიციო საქმიანობის 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

 

მამუკა ხაზარაძე
საქართველოში ცნობილი ბიზნესმენი ლისი დეველოპმენტის ასევე დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრია. იგი ლისი დეველოპმენტის პრეზიდენტია და კომპანიის სამოქმედო გეგმას ხელმძღვანელობს. მამუკა ხაზარაძე სათავეში უდგას უძრავი ქონების სფეროში გამოცდილი ამერიკელი, ჰოლანდიელი და ქართველი სპეციალისტებისაგან შემდგარ ჯგუფს.

 

ბადრი ჯაფარიძე
ქართველი ბიზნესმენი, ლისი დეველოპმენტის დირექტორთა საბჭოს წევრი და კიდევ ერთი დამფუძნებელია, რომელიც ამავდროულად TBC ბანკისა და IDS ბორჯომის ვიცეპრეზიდენტია. ბადრი ჯაფარიძე 1990-1992 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.


ბობ მეიერმა, მამაუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2004 წელს დააფუძნეს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია – GRDC. კომპანია მალევე გახდა ქვეყანაში უმსხვილესი კერძო მესაკუთრე.

1994 წელს, ბობ მეიერმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს ჯგუფი, ბორჯომის მინერეალური წყლების კომპანიაში ინვესტირებისა და მისი განვითარების მიზნით. კომპანია დღეს საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, IDS ბორჯომის სახელით. დამფუძნებლებმა წარმატებით მოიზიდეს ინვისტიციები საერთაშორისო საინვესტიციო კორპორაციის (IFC), რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისა (EBRD) და ING Barings-ისაგან.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 1992 წელს ასევე დააფუძნეს TBC ბანკი, რომელიც, დროთა განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკად იქცა. TBC ბანკის აქციონერები ასევე არიან საერთაშორისო საინვესტიციო კორპორაცია (IFC), გერმანული საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG), რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) და აქციებისა და კაპიტალის მართვისა და მომსახუების მსოფლიო ლიდერი - J.P. Morgan-ი.

. . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მენეჯმენტი 

კახაბერ კოლელიშვილი
გენერალური დირექტორი
kaha@lisi.ge

ზურაბ ჭარბაძე
კომერციული დირექტორი
zura@lisi.ge

მარიამ ზალდასტანიშვილი
მარკეტინგის და არტ დირექტორი
mariam@lisi.ge

გოგა მაჭავარიანი
ფინანსური დირექტორი
goga@lisi.ge

ნოდარ ადეიშვილი
დეველოპმენტის დირექტორი
nodar@lisi.ge

ნინო ქვაჩაკიძე
იურისტი
nino@lisi.ge

მარიკა ფალიანი
ბუღალტერი
marika@lisi.ge

თიკა ცირეკიძე
ოფის მენეჯერი
tika@lisi.ge

 

 

 

 

 

 

 

მშენებლობა, დეველოპერული პროექტები

 

 

 

 
 
მისამართი: მწვანე შენობა მარჯანიშვილის 6 0102 თბილისი
 99532595134134  /  995322484744
WEB: www.lisi.ge
 

ლისი დეველოპმენტი

მწვანე შენობა
მარჯანიშვილის 6
0102 თბილისი


+995 32 595 134 134
+995 32 2 48 47 44


tbi@lisi.ge
www.lisi.ge

 

 
დეველოპერული პროექტები
 
 
220 / 250 px
 
220 / 150 px

 

 

 
 
 




allhome.ge - უძრავი ქონება საქართველოში

პორტალის მიზანია გარკვეული დადებითი წვლილის შეტანა უძრავი ქონების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონების პოტენციურმა მყიდველმა და გამყიდველა ადვილად და სწრაფად იპოვონ ერთმანეთი, ასევე ALLHOME.GE-ზე ყველა შესაძლებლობაა ამ სფეროში დაკავებული უძრავი ქონების დამოუკიდებელი აგენტებისა და სააგენტოებისათვის, რომ ხარისხიანად აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. უძრავი ქონების სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაარეგისტრირონ საკუთარი აგენტები თავისი სახელით და მარტივად აკონტროლონ მათი საქმიანობა. განცხადებების განთავსება ვებ პორტალზე შეუზღუდავია. უძრავ ქონების პორტალი allhome.ge შეუზღუდავია ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვისაც. შესაზლებელია ყველა ტიპის უძრავი ქონების  განცხადების გამოქვეყნება: ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, დღიურად გაქირავება, გირაო. განცხადებები იდება სრული აღწერით და კატეგორიზირებული, სურათებით, ვიდეოთი, შესაძლებელია რუქაზე ადგილმდებარეობის მითითება.

ჩვენი პორტალი მოხარული იქნება თქვენთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს წარმატებული, ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ქვაკუთხედად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებების მაქსქსიმალურად დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცით რა და როგორ ვაკეთოთ, გვაქვს ამისათვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ მუდმივად ვანახლებთ და ვავითარებთ ვებ პორტალის პროგრამულ შესაძლებლობებს.  ჩვენი მიზანია  მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე მონაწილე პირებისა და სააგენტოებისათვის.

 

კონტაქტი ადმინისტრაციასთან:
მობ:   +995 593 188661