|
|
წესები და პირობები
წესები და პირობები
- ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა განათავსოთ ნებისმიერი რაოდენობის განცხადება უფასოდ. გაეცანით დაწვრილებით: წესები ფიზიკური პირებისათვის | წესები სააგენტოებისათვის
- ვებ გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გექნებათ საკუთარი კაბინეტი - ”აქაუნთი”, საიდანაც მუდმივად განათავსებთ და შემდგომ განაახლებთ ნებისმიერი რაოდენობის განცხადებას.
- ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დააკორექტიროს განცხადება თუ ის არაა გამართული ან საერთოდ დაბლოკოს არასწორი განცხადება.
- ახალი დამატებული განცხადება თუ ის გააქტიურდა თქვენს ”ანგარიშში”, საიტის პირველ გვერდზე ის გამოჩნდება განყოფილებაში ”ახალი დამატებული განცხადებები”, მაგრამ ვებ-გვერდის სხვა ადგილებში გამოჩნდება 1-3 საათში ან შესაძლებელია უფრო ადრეც. თუ განცხადება გადავიდა რეჟიმში ”ელოდება” ან ”ბლოკირებული” ე.ი. რაღაც პრობლემის გამო სისტემამ ის დროებით დაბლოკა. ასეთ განცხადებას ექნება მიწერილი ადმინისტრაციის შენიშვნა მიზეზის შესახებ.
- თუ განცხადება გადავიდა კატეგორიაში ”ვადაგასული” თქვენ შეგიძლიათ ის ისევ გააქტიუროთ მარტივად სასურველი პერიოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში 30 დღის შემდეგ ”ვადაგასულში” დარჩენილი განცხადებები მთლიანად წაიშლება საიტიდან და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ მოგიწევთ თავიდან განათავსოთ ასეთი განცხადება.
- დაუშვებელია ერთი განცხადების რამდენჯერმე გამოქვეყნება, ჩვენი ადმინისტრატორები ამას მკაცრად აკონტროლებენ და ზღუდავენ. ჩვენ ვიცით, რომ ამის მცდელობა მოხმრებელს უჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი განცხადება იყოს აქტუალური და მუდმივად მოექცეს სხვა განცხადებების ჩამონათვალის სიის ზევით. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ სხვა გზას, თქვენ შეგიძლიათ უკვე განთავსებული განცხადება უფასოდ განაახლოთ და ის ვებ გვერდზე გამოჩნდება განახლებული თარიღით და ვინაიდან განცხადებების ჩამონათვალში ყველა განცხადება ლაგდება თარიღით ზევიდან ქვევით, ამიტომ განახლებული განცხადება ავტომატურად მოექცევა სხვა განცხადებების ზევით. განახლების განსახორციელებლად ”აქაუნთში” შექმნილია მარტივი შესაძლებლობა ბევრი განცხადების ერთიანად განახლებისათვის, ასევე საკმარისია შეხვიდეთ განცხადების რედაქტირების რეჟიმში და თავიდან დააწვეთ შენახვის ღილაკს. განახლების განხორციელებაზე შეზღუდვა არ არსებობს და აღნიშნული ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად. შენიშვნა: განახლებული განცხადება არ ნიშნავს ვებ გვერდზე "ახალ დამატებულ" განცხადებას, ამიტომ პირველი გვერდის აღნიშნულ კატეგორიაში ის ვერ მოხვდება. თუ სურვილი გაქვთ კიდევ უფრო ხილული გახადოთ თქვენი განცხადება ჩვენს პორტალზე, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფასიანი მომსახურებაც.
|
|